ვრცელდება ვიედო, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება უკრაინის ქალაქ სუმში რუსული ტანკები. ფარულად გადაღებულ ჯავშანტექნიკის კოლონის ამსახველი კადრებს უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მის მიერ გავცელებულ ბოლო ვიდეომიმართვაში მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, კიდევ ერთხელ გააფრთხილა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინელებს მძიმე ღამე ელის, განსაკუთრებული ყურადღება კი დედაქალაქზე იქნება.
ზელენსკიმ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კიევი არ უნდა დაკარგონ.