ცოტა ხნის წინ კიევში რუსული ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაშავებულები. დაზარალდა 35 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იყო რამდენიმე შეტაკება, ამ დრომდე ისმის სროლის ხმა. კლიჩკო მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ თავშესაფრებში. მისივე ინფორმაციით, კიევში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ.
"მტერი ქალაქში შემოჭრას ცდილობს, თუმცა აგრესორები გავანეიტრალეთ. კიევში ახლა დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ. იყო რამდენიმე შეტაკება. დილის მონაცემებით დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს შეინარჩუნონ თავშეკავება და დარჩნენ თავშესაფარში, რადგან მტერი საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ამ წუთებშიც იქ არიან. ჯარი, პოლიცია, ეროვნული გვარდია, მოხალისეთა ბატალიონები იცავენ ჩვენს ქალაქს. ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად მოძრაობს ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლების გადასაყვანად, მეტროსადგურები კი მოსახლეობის დასაცავად ხელმისაწვდომი რჩება," - განაცხადა კლიჩკომ.