16 ნოემბერი 2024,   08:04
ვრცლად
ყოველ ახალ დღეს ახალი სანქციები, იარაღი და იზოლაცია მოაქვს რუსეთისთვის - კულება

ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მანქანები, ჯავშანჟილეტი, საწვავი, ათობით იარაღი ჩამოვიდა უკრაინაში - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.

დმიტრო კულებას თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი ღამით პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა და მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გამოეყოს 600 მილიონი დოლარი.

"როგორც დაგპირდით, ყოველ ახალ დღეს ახალი სანქციები, იარაღი და იზოლაცია მოაქვს რუსეთისთვის. პირადად პუტინი და ლავროვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდნენ. რუსული ბანკები, კომპანიები, საქონელი პირდაპირი მნიშვნელობით იყრება თაროებიდან. ფინანსური სისტემები, საფონდო ბირჟები კრიზისშია, რუსეთი სპორტული და გასართობი ღონისძიებებისგან დაცლილია. ეს ტალღა ცუნამივით უნდა გაიზარდოს. რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე მთელმა რიგმა ქვეყნებმა უკვე ჩაკეტა - აცხადებს კულება.

დღის ამბები