გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრამ აჩვენა, თუ როგორ უგულებელყო მუდმივმა წევრმა რუსეთმა პასუხისმგებლობა და ვალდებულება - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი გაეროში რუსეთის ვეტოს.
"მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს უკრაინის ძალებს, დაეხმაროს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას, უკრაინის წინააღმდეგ გაეროში შესაბამისი რეზოლუციის მიღებით" - წერს ბორელი.