უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში ქართველებს ომის წამოწყებისკენ მოუწოდა.
გონჩარენკო ამჟამად რადაში ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიტიკური მოღვაწეობა როგორც პრორუსმა და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებადამცველის სახელით დაიწყო. მის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებზე ჯერ კიდევ 2015 წელს საუბრობდა რადას დეპუტატი ოლეგ ლიაშკო. ლიაშკო 2015 წელს რუსეთში გონჩარენკოს დაკავებას და მალევე განთავისუფლებას საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად იყენებდა.
ალექსანდრ გონჩარენკოს ოდესის მერის თანამდებობის დასაკავებლად კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ მამასთან ალექსეი კოსტუსევთან, რომელიც აგრეთვე ოდესის მერის თანამდებობისთვის იბრძოდა.
გონჩარენკოს მოღალატეს უწოდებდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
გონჩარენკოს ამ დრომდე კავშირები აქვს გაზპრომთანაც, სადაც მისი სიმამრი მაღალ თანამდებობას იკავებს.
გონჩანერკოს განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდშიც,
"ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც ერთ მოუზომავ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ღია აგრესია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ვერ ავყვებით ისეთი პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორიც ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი გონჩარენკოა. ის მოგვიწოდებს, რომ დაიძრან ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ. ეს არის არამხოლოდ უპასუხისმგებლობა განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები ინფორმაციები არსებობს თვითონ უკრაინაში, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. ამაში მას ბრალს დებენ თვითონ უკრაინის რადას დეპუტატები. ამ ადამიანმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო სწორედ ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი ხალხების ინტერესების დაცვით უკრაინაში.
ასევე, ძალიან საეჭვოა, როცა ასეთი ადამიანის განცხადებებს ასე უაპელაციოდ აიტაცებენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსები. ძალიან საინტერესოა, მათაც იგივე მიზნები ხომ არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.