საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს. კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია განცხადებაში.