16 ნოემბერი 2024,   08:02
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან დაუსრულებელი საუბარი სანქციებზე შინაარსს მოკლებული და შიშველი პოპულიზმია - მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, საქართველოში პრორუსულ პროპაგანდისტულ არხებს წვდომა შეეზღუდოს. პარტიები მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ.

ოპოზიციამ განცხადება კიდევ ერთ საკითხზე, ეკონომიურ სანქციებზეც გააკეთა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სანქციებს უნდა შეუერთდეს. ამ თემაზე შეფასება გააკეთა უმრავლესობამაც, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის კომენტარი ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით პოპულიზმი და აზრს მოკლებულია.

"რაც შეეხება საკითხს რომ პერსონალურ მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობდეს რაღაც სანქციები, ეს უკვე გამორიცხულია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ანტისაოკუპაციო კანონმდებლობა, რომელსაც დღემდე მხარს ვუჭერთ.

ოპოზიციის მხრიდან დაუსრულებელი საუბარი ამ სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ შინაარსს მოკლებული და შიშველი პოპულიზმია," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 




დღის ამბები