28 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
ვიტალი კლიჩკო ბიზნეს-სექტორს სთხოვს, კიევის მოსახლეობას საკვებით, წყლით და პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარონ

კიევის მერი ბიზნესს მიმართავს. ვიტალი კლიჩკო სექტორს სთხოვს, დაეხმარონ კიევის მოსახლეობას საკვებით, წყლით და პირველადი მოხმარების ნივთებით. კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავშესაფრებში, მეტროში, საავადმყოფოებში მყოფ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ სახლში, ან თავშესაფრებში. მეტრო თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს და მოქალაქეების ტრანსპორტირება აღარ განხორციელდება.

"დარჩით სახლებში ან თავშესაფრებში. მეტრო იმუშავებს როგორც თავშესაფარი და მატარებლები აღარ განახორციელებენ ტრანსპორტირებას. თავშესაფრებში, მეტროში, საავადმყოფოებში მყოფ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. მივმართავ ბიზნესს - ქალაქი დღეს ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია. დაეხმარეთ კიეველებს საკვებით, წყლით, პირველადი საჭიროების ნივთებით,"- განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

დღის ამბები