26 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
პუტინს, ლავროვს და მათ გარემოცვას საზღვარგარეთ აქტივები გაეყინებათ - როდის გაითიშება რუსეთი SWIFT-დან 

პუტინს, ლავროვს და მათ გარემოცვას საზღვარგარეთ აქტივები გაეყინებათ - კრემლში ამას არ ადასტურებენ, სამაგიეროდ მათ უდასტურებენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ნამდვილი იზოლაციისთვის კიევი რუსეთის "SWIFT-დან" გათიშვას ითხოვს. ზელენსკი და კულება მთელი დღეა სატელეფონო ხაზზე არიან მსოფლიო ლიდერებთან. რუსეთთან მიმართებით, ფრთხილი სახელმწიფოების თანხმობა მათ უკვე აქვთ: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კვიპროსიც კი უერთდება აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობას SWIFT-ში კრემლის სანქცირებაზეკულება მსოფლიოს დედაქალაქებიდან რუსი ელჩების გაძევებასაც ითხოვს, ზელენსკი კი ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას. ამაში მას მთელი ბალტია უჭერს მხარს

სანქციებთან მიერთებას არ ჩქარობს ისრაელი, რომელსაც ურჩევნია ჯერ ამაზე კარგად იმსჯელოს - სირიაში არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. სერბებმა კი უკვე ღიად თქვეს, რომ სანქციებს არ მიუერთდებიან. რუსეთის პარტნიორად რჩება ჩინეთი, რომელიც რუსეთს არ აკრიტიკებს,თუმცა მოსკოვისგან ნელ-ნელა დისტანცირდება. ჩინეთი რუსეთის ერთადერთი მეგობარია, რომელიც მისთვის ფინანსური დარტყმის შემსუბუქებას შეძლებს. თუმცა კრემლის გვერდით დგომით ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე წვდომის შეწყვეტას პეკინი ზედმეტი ინიციატივებით არ გარისკავს. დღეს ცნობილი გახდა რომ სხვა სანქციებთან ერთად ბალტიამ, ჩეხეთმა და პოლონეთმა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტეს. საფრანგეთმა კი სანკტ-პეტერბურგიდან მომავალი სატვირთო გემი დააკავა, რადგან იგი უკვე სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა. 

თუ ფინანსური სანქციები რუსეთის დასუსტებისკენაა მიმართული, უკრაინის გაძლიერებისკენაა მიმართული სამხედრო დახმარება. სხვების მსგავსად საფრანგეთი და ბრიტანეთი ომის საწინააღმდეგო კოალიციაში აქტიურობენ. ლონდონი 25 სხვა ქვეყანასთან ერთად უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებასა და იარაღს უგზავნის. გზაშია პარიზის გზავნილიც. საუბარია სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობაზე. მაკრონი ამას იმითაც ამყარებს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება.

რუსულ ბანკებზე, ბიზნესებზე, კომპანიებზე, დეპუტატებსა და პუტინის გარემოცვაზე დაკისრებულ სანქციებთან ერთად, რუსეთი ევროსაბჭოდანაც გარიცხულია. დასავლეთი მოსკოვს რეალობაში აბრუნებს და სანქციების მესამე ტალღისთვის ემზადება.

დღის ამბები