26 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია - პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველზე მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

დგას ტრიბუნა, იგეგმება სიტყვით გამოსვლები. ბილბორდები ქალაქში ლურჯ და ყვითელ ფერებშია განათებული.

საღამოს 11 საათზე თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი კონცერტიც გაიმართება.

დღის ამბები