საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, მან უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.
უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.