16 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
"რუსეთის ჯარმა ტემპი და ინიციატივა დაკარგა" - შესაძლოა თუ არა პუტინმა უკან დაიხიოს 

გენერალ-მაიორი, საქართველოს შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინასთან ომი რუსეთის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. როგორც გენერალი აღნიშნავს, შესამჩნევია რომ რუსეთის ჯარმა ტემპი და ინიციატივა დაკარგა. 

"ახლა დგება ის პერიოდი, როდესაც რუსეთი მიუახლოვდა ოპერატიულ, კულმინაციურ წერტილს. ეს ნიშნავს იმას, რომ შემტევს ამ წერტილის შემდეგ აღარ აქვს რესურსები, რომ შეტევა გააგრძელოს. მე ვფიქრობ, რომ კიევის მიმართულებებზე, რუსებს მეორე ეშელონი ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი დარტყმის მიმართულებამდე

რუსეთს ჩავარდნა ჰქონდა იმით, რომ საერთოდ ეს ომი დაიწყეს და უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩიეს. ეს მათ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. მათ ასევე ჰქონდათ მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ ეგონათ იქნებოდა შოკისა და შიშის ეფექტი.

მათ ეგონათ რომ სწრაფი შეჭრით, რამდენიმე დღეში, საჰაერო დაბომბვის შემდეგ, მიწასთან იქნებოდა გასწორებული უკრაინის საჰაერო სისტემა და ეგონათ ხელისუფლება მზად იქნებოდა კაპიტულაციაზე ხელის მოსაწერად. თუმცა ეს არ გამოუვიდათ, მათ ტემპი და ინიციატივა დაკარგეს,"- აცხადებს გენერალ-მაიორი, საქართველოს შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე. 

დღის ამბები