16 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
როგორ რეაგირებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები რუსულ აგრესიაზე

ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაში შეჭრას და უკანონო ქმედებებს მთელ მსოფლიოში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

უკრაინის მხარდასაჭერად თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოქალაქეები გამოდიან ლურჯი და ყვითელი ფერის დროშებით, პლაკატებით, სადაც წერია - არა ომს, არა პუტინს! შეჩერდი რუსეთო!

რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში გერმანელები ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მრავალათასიანი აქცია გაიმართა ბელგიაში. ბრიუსელში მოქალაქეები ერთი მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ - შეჩერდეს რუსეთის აგრესია.

ხალხი "თაიმს სქვერზე" შეიკრიბა უკრაინაში არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად. 

პუტინის წინააღმდეგ გამოსვლის არ შეეშინდა მოქალაქეთა ნაწილს რუსეთის რამდენიმე ქალაქშიც, თუმცა, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა ომის საწინააღმდეგო აქციის ასობით მონაწილე დააკავა. 

რუსულ აგრესიას მსოფლიო დღეს ერთხმად აპროტესტებს.

დღის ამბები