დღეს უკრაინის ოფიციალურმა წყაროებმა განაახლეს ინფორმაცია რუსეთისთვის მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით.
4 300-მდე გაიზარდა რუსული დანაკარგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილია 1000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ასევე იზრდება რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობაც - უკრაინელი სამხედროების ხელში ახლა 3 500 რუსი ტყვეა.
განადგურებულია 27 სამხედრო თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, გარდა ამისა დაზიანებულია 706 შედარებით მსუბუქი ტექნიკის ჯავშანმანქანა.