16 ნოემბერი 2024,   08:07
ვრცლად
450 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი უკრაინას - ევროკავშირის უპრეცენდენტო მხარდაჭერა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. 

​"მე ვამაყობ, რომ ევროკავშირმა შეძლო თავისი შესაძლებლობების ჩვენება. კარგია, როდესაც შეგიძლია ასეთ გადაუდებელ რეჟიმში ვინმეს დაეხმარო, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა არის რუსეთის თავდასხმის ქვეშ.

მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით, რომ გადაწყვეტილებები მიგვეღო, რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინელები ვუზრუნველვყოთ ლეტალური შეიარაღებით, დაახლოებით 450 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი და დაახლოებით 50 მილიონი არალეტალური შეიარაღებისთვის. 

ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი ამას აკეთებს,"- აცხადებს ბორელი

დღის ამბები