ავსტრალიის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები, რომელიც უშუალოდ ვლადიმერ პუტინს და რამდენიმე ჩინოვნიკს ეხება, ძალაში შევიდა.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ0მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
"პრეზიდენტი პუტინი შეუერთდა ძალიან მცირე ჯგუფს, რომელშიც შედიან რობერტ მუგაბე ზიმბამბვედან, მუამარ კადაფი ლიბიიდან და ბაშარ ალ ასადი სირიიდან,“ - განაცხადა მორისონმა.
ავსტრალიამ სანქციები 350-ზე მეტი რუსი და 13 ბელარუსელი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ შემოიღო.