"ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და უკრაინის მხარდასაჭერად გულწრფელი საზოგადოების აქციები ანტისახელისუფლებო პროცესებში გადაზარდოს.
საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ სამხედრო აგრესიას.
რაც შეიძლება, რომ საქართველომ დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ხორციელდება. ეს ეხება თანხების გამოყოფას, პირველადი დახმარების ნივთებს, იქნება საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მთავრობის მიერ უკრაინის მოქალაქეების სასტუმროში განთავსება. ასევე ჩვენი საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უკრაინაში. იცით, რომ ერთ-ერთი მოწინავე საელჩოა რომელსაც აქვს მუდმივი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან," - განაცხადა მაჭარაშვილმა.