16 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ, რომ რუსული პროპაგანდა ქვეყანაში დასჯადი იყოს - პაატა მანჯგალაძე

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს. მან სწორედ ამით და ქართველი ხალხის ინტერესებით ახსნა მიზეზები, რატომ არ უერთდება საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.

"2012 წლიდან საქართველო სულ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე. საქართველოს სამწუხაროდ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ ის, რომ რუსული პროპაგანდა ქვეყანაში დასჯადი იყოს - სრული უფლება გვაქვს ეს მოვითხოვოთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ სოლიდარობაა ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი, სანქციებით კი, რუსეთს ჩვენ ვერ დავაზიანებთ. 

დღის ამბები