16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
მინდა უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო სოლიდარობა, ევროპაში არის ომი, როდესაც იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები - წულუკიანი

ვიცე-პრემიერმადა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

"მინდა უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო სოლიდარობა, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა. სამწუხაროდ ამ დღესაც მოვესწარით, როდესაც ჩვენს კონტინეტზე - ევროპაში არის ომი, როდესაც იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელთანაც თქვენ გაქვთ ჩემდა გასაკვირად უსაფუძვლო ეჭვები, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. აგრძელებს იმ ქვეყნის მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში სოლიდარობა აღმოვუჩინეთ და ეს პროცესი გრძელდება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები