უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს და როგორც სახელმწიფო არ გაქრება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პუტინი მალე იგრძნობს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალას.
"პუტინმა 2008 წელს საქართველოსთან ომით გაკვეთილი ისწავლა. მან შეამჩნია, რომ მისი ავიაცია არაადეკვატური იყო და 2008 წლიდან თავისი არმიის გადაიარაღება დაიწყო. არაფერია ახალი რუსეთის პრაქტიკაში, შეიჭრას მეზობლებთან.
უკრაინა არ აპირებს დაცემას. უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს და როგორც სახელმწიფო არ გაქრება. ეს არის ის, რაც რუსეთს უნდა ესწავლა საქართველოსთან ომის დროს. პუტინი არის პროცესში, და ის აღმოაჩენს, რომ მან შექმნა მონსტრი - "ევროპის ძალა" რისიც ასე ეშინოდა და მის გარშემო დაინახავს ამერიკის შეერთებულ შტატებს ძლიერი სამხედრო შემადგენლობით," - განაცხადა ზურაბიშვილმა.