თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი დაუკავშირდა და სთხოვა, მადლობა გადაეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის.
მიხეილ სააკაშვილი ასევე წერს:"ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ".
მას თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს:
"ეს ეგომანიაკი - ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო. ეს უთავმოყვარეო ჯაყო!
ეს ქვეყნის მტერი - ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ პირველი არაა.
ასე იპარავს და ითვისებს, და ხრწნის ყველაფერს.
ვინც ამ ქვეყნის მტრობასა და გახრწნაში მონაწილეობს, იმას აშუქებენ!
ვინც ამას ეწინააღმდეგება - არა.
ასე რჩება ბიძინა მთავრობაში,"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.