16 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, როგორიც აქვს NATO-ს ქვეყნებს, ოკუპანტ ჯართან ვცხოვრობთ დედაქალაქიდან 40კმ-ში"- ზალკანიანი სანქციებზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, სიფრთხილეა საჭირო საქართველოს მხრიდან სანქციებზე საუბრის დროს, რადაგნაც წლებია საქართველო რუს ჯართან ერთად ცხოვრობს დედაქალაქიდან 40 კმ-ში - ამის შესახებ ზალკანიანმა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა. 

მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს ის ე.წ. ქოლგა, რაც ევროკავშირის და NATO-ს ქვეყნებს აქვს. 

"სანქციებზე საუბრის დროს საზოგადოებას ავიწყდება, რომ 2014 წელს ღარიბაშვილი შეუერთდა სანქციებს, რომელიც არის ყირიმის და სევასტოპოლის მიმართ დაწესებული. ეს არის სწორედ ის ნაწილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია თანამონაწილეობა. რა თქმა უნდა, როდესაც პრემიერი საუბრობდა სანქციებზე, გვქონდა ცალმხრივად დაწესების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე და რისკებზე საუბარი.

სანქციების მთავარი დანიშნულება არის შეკავება. ნახეთ, როგორი წარმოუდგენელი ზომის სანქციები არის დაწესებული, მაგრამ მაინც გრძელდება დაბომბვა.

ამიტომ, განსაკუთრებული მიდგომა არის საჭირო. ჩვენ გამოვირჩევით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც არიან ევროკავშირის და NATO-ს წევრები, მათ უსაფრთხოების ქოლგები აქვთ. ჩვენ არ გვაქვს ეს ქოლგა, უსაფრთხოების ქოლგა კი არა, რუს ოკუპანტ ჯართან ვცხოვრობთ  დედაქალაქიდან 40კმ-ში,"- აცხადებს დავით ზალკანიანი. 

დღის ამბები