ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით, მაგრამ არ ვაგზავნით თვითმფრინავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ნატოს მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომელიც დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტონტელბერგს შეხვდა.
"ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს თვითმფრინავებს უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ნატოს მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მონაწილე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით, თუმცა ჩვენ არ ვაგზავნით თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.