16 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი რაც შეიძლება მალე, მადლობა მხარდაჭერისთვის" - ზელენსკი ჯო ბაიდენს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, საუბრის თემა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.

"ახლახანს მქონდა საუბარი ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ ამერიკის ხელმძღვანელობა ანტირუსულ სანქციებსა და უკრაინის თავდაცვის დახმარებაზე. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი რაც შეიძლება მალე. მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს ზელენსკი.

დღის ამბები