03 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა ეჭვქვეშ დააყენა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა ეჭვქვეშ დააყენა. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს დაიპყროს გაერო-ს სხვა სახელმწიფო და იწვევს მასშტაბურ ჰუმანიტარულ პრობლემებს. 

"ჩნდება გონივრული კითხვა, უნდა დარჩეს თუ არა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად ქვეყანა, რომელიც ცდილობს, დაიპყროს გაერო-ს სხვა სახელმწიფო, სჩადის ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევებს და იწვევს მასშტაბურ ჰუმანიტარულ პრობლემებს?" – განაცხადა ენტონი ბლინკენმა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ და ცალსახად უნდა დაგმოს რუსეთის მცდელობა დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და ყოვლად მიუღებელი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები. 



 

დღის ამბები