07 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს - კახა კალაძე

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძემ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებითაც.

კალაძის თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს.

"რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენs საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ გვერდში დავდგომოდით უკრაინელ ხალხს. ეს დამოკიდებულება, მომავალშიც, რა თქმა უნდა გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები