07 მაისი 2024,   19:26
ვრცლად
რეზოლუციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შინაარსთან დაკავშირებით მაქვს შენიშვნები - სალომე სამადაშვილი

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის. ის მომდევნო კვირას პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად წარედგინება. ოპოზიცია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მხოლოდ ეს რეზოლუცია საკმარისი არ იქნება.

"რეზოლუციის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით მაქვს შენიშვნები. რეზოლუციის მიღებას აქვს აზრი, როცა იქ არის მკაფიო პოლიტიკური პოზიციები ასახული და მკაფიო მითითებებია გაცემული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ.

პარადოქსი მსურს რომ საზოგადოებამ შეამჩნიოს, რეზოლუციის ტექსტში საუბარი არის სანქციებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში რეზოლუცია ერთხმად იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

დღის ამბები