რუსეთის ტონი უფრო აგრესიული ხდება. Al Jazeera-ს Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ფრაგმენტი სერგეი ლავროვის ინტერვიუდან.
"მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი," - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ერთად, უკრაინაში შეჭრის გამო პერსონალური სანქციებით დესპოტთა სიაში მოხვდა.