07 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
TI-ში აცხადებენ რომ 2021 წელს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2021 წელს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა - განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" გაკეთდა. ორგანიზაციამ გაანალიზა 2021 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, ასევე, საქართველოში მომუშავე რუსული კომპანიებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ.

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია - აცხადებენ მესამე სექტორში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა ძალუმად შემოიჭრა პოლიტიკურ პროცესებში. ეს გასაკვირი არც არის. რეალური სიტუაცია გვიჩვენებს რომ ეს არის ჩამოყალიბებული "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი რესურსი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მმართველ გუნდში უპასუხეს.

გადახედონ სტატისტიკას, რა მიიღო საქართველომ მას მერე რაც შეძლო და ხელი მოაწერა 2014 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან. რამდენით არის გაზრდილი ევროკავშირში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში საქართველოს პროდუქციის შეტანა და რა რესურსებს იყენებს საქართველოს რუსეთის ბაზარი არ იყოს მისთვის ერთადერთი. უშველებელი მიღწევებია ამ მიმართულებით გაკეთებული," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



დღის ამბები