საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს," - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.