საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრი ტვიტს ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ამ ნაბიჯს ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს.
"ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.