ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ მაიკლ მაკკოლთან.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას და რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს არსებულ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების საკითხს.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ჰიბრიდული ადგილზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე.