The Times-ი იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის, სულ მცირე, სამი მცდელობა განხორციელდა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაცია ორ განსხვავებულ ჯგუფს აქვს დავალებული - გაგზავნილია "ვაგნერის" დაქირავებულები რაზმი და ჩეჩნეთის სპეცრაზმი.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობები რუსული ФСБ-ის თანამშრომელთა წყალობით აღიკვეთა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს უკრაინასთან.