პრეზიდენტის მოხსენება 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.
ქართული ოცნება პრეზიდენტს სთავაზობს, რომ მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე 15 მარტს გაიმართოს.
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას თანხმდება. ამის შემდეგ შეთანხმებულ თარიღზე გადაწყვეტილებას ბიურო იღებს, რომელსაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის საკითხი დღის წესრიგში შეაქვს.