28 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმაზე, თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. 

"არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. თუმცა, ბუნებრივია ადამიანებს აქვთ გულწრფელი წუხილი ასეთ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.

ნებისმიერი შესაძლო რისკი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ კუთხით, შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები