საქარველოში აშშ-ის ელჩი ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს - კელი დეგნანის თქმით, ახლა პოლარიზაციის გვერდით გადადების დროა.
აქვე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით:
"საქართველომ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია მიმდინარე პროცესებზე, ასევე ჩვენ ვნახეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში მყოფებისთვის და მათთვის, ვინც ახლა აქ არის.
თქვენმა ქვეყანამ ასევე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ეუთოში, გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, გვერდზე უდნა გადავდოთ პოლარიზაცია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. თქვენ იცით, რომ ამერიკა უკვე 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი და ამისთვის უნდა განხორციელდეს რეფორმები, ის რეფორმები, რაზეც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მნიშვნელოვანი.
აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა, პოლარიზაციის დაძლევა და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. ახლა ყველამ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს, მართალია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ გვჯერა რომ ქართველ ხალხს, აქვს ამის შესაძლებლობა," - განაცხადა კელი დეგნანმა.