16 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას - სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. 

"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის.

ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენკსის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა,"- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავლის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს. 

დღის ამბები