20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
სამთო გიდების ორგანიზაცია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

სამთო გიდების ორგანიზაცია უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. მთასვლელები და გიდები დღეს უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. ადგილზე სამთო გამყოლთა ორგანიზაციამ გააპროტესტა რუსული აგრესია და სამხედრო ინტერვენცია.

"ქართველი გამყოლები ვდგავართ უკრაინასთან, ჩვენ არ მოვემსახურებით რუს ტურისტებს, რუს გამყოლებს ვეუბნებით, რომ არ ჩამოხვიდეთ, ახლა არ არის ტურიზმის დრო, დარჩით, გააჩერეთ პუტინი ამ ბარბაროსებისგან. ასევე, მივმართეთ საერთაშორისო ფედერაციას და ამ მიმართვის შედეგად, საერთაშორისო ფედერაციამ შეაჩერა რუსეთის წევრობა," - ამბობს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრი, დავით რაქვიაშვილი.

 

 

დღის ამბები