უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ facebook-ზე დაწერა. როგორც რეზნიკოვი წერს, შემდეგი იქნება ლოგისტიკური კოლაფსი იქნება.
"უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და შემდეგ ლოგისტიკური კოლაფსი იქნება. ამის გაცნობიერებით კი, მტრის დანებების ტენდენცია იზრდება, არა მხოლოდ თითოეული ჯარისკაცების, არამედ ოცეულების დონეზე. მათ უკვე ესმით, რომ მათი ათასობით თანამებრძოლის ცხედარი, რომლებმაც "გამოცდებზე 200 ქულა მიიღეს", უკრაინის მიწაზე დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის, ისინი საზარბაზნე ხორცია, სახარჯი მასალა, მისი იმპერიული ოცნების მისაღწევად. ბევრმა უკვე გაიგო, რომ მათ უღალატეს," – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, ოკუპანტების გადარჩენის ერთადერთი გზა არის დანებება.