16 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
უკრაინის ძალები მზად არიან საბრძოლველად და მტრის მოსაგერიებლად დიდი მოტივაცია აქვთ - ანდჟეი დუდა

"კიევთან რუსეთის ჯარების შტურმისთვის მზადყოფნის ნიშნები არ არის" - პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შესახებ იუწყება. ანდჟეი დუდას ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რუსული ჯარების კიევთან მობილიზაციის შესახებ შეატყობინა. პოლონეთის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინის ძალები მზად არიან საბრძოლველად და მტრის მოსაგერიებლად დიდი მოტივაცია აქვთ.

პუტინსა და ზელენსკის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხი განიხილა. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მოთხოვნა წარუდგინა.

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. თანხას დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ბანკის საშუალებით გამოყოფს. დახმარების მიზანი რუსეთის შეჭრით გამოწვეული ფინანსური ზეწოლის შემსუბუქებაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გერმანული არხის ეთერში განაცხადა, რომ NATO უკრაინის საჰაერო სივრცეს არ დახურავს, რადგან სამხედრო კონფლიქტში შესვლით მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.



დღის ამბები