Anonymous-მა რუსულ არხებზე უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვა. ჰაკერთა ჯგუფი ინფორმაციას "ტვიტერზე" ავრცელებს.
მათი განცხადებით, რუსული სატელევიზიო სერვისები დაჰაკეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ამსახველი ვიდეო-მასალა "რასია 24-ის" , "მასკვა 24"-ის და პირველი არხის ეთერში გავიდა.
კადრების ბოლოს კი ეკრანებზე წარწერა გამოჩნდა, სადაც ეწერა: "ეს ომი გაჩაღებულია პუტინის დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის მიერ რუსეთის ჩვეულებრივი ხალხის სახელით".