20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
უკრაინიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა 

საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ისინი აქტიურად ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვასა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. 

ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, სამშობლოში საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს მთავრობის დავალებით, სწორედ საელჩოების ორგანიზებით ხდება მოქალაქეთა გადაყვანა უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ საქართველოში გამომგზავრება.

დღის ამბები