19 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობა მათზეც გადადის ვინც ჯერ კიდევ ვერ დაიცვა უკრაინის ცა, მე გავცივდი NATO-სთან დაკავშირებითაც... - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს საკითხთან დაკავშირებით "გაცივდა", ვინაიდან ალიანსი არ არის მზად უკრაინის მისაღებად. 

"რაც შეეხება NATO-ს, მე გავცივდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მას მერე, რაც მივხვდით, რომ NATO უკრაინის მისაღებად მზად არ არის. ალიანსს ეშინია ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხების და კონფრონტაციის რუსეთთან," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეზე უკრაინაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 

"თუ სამყარო განზე გადგება,ის საკუთარ თავს სამუდამოდ დაკარგავს, ვინაიდან, არსებობს უპირობო ღირებულებები ყველასთვის, ეს არის ცხოვრება და სიცოცხლის უფლება ყველასთვის. სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში. სწორედ ის, რისი წართმევაც სურთ ამ მხდალ ოკუპანტებს. ეს არის ის, რამაც უნდა დაიცვას სამყარო.

თითოეულ სიკვდილზე უკრაინაში და ავიადარტყმებზე დაბლოკილ ქალაქებში, პასუხისმგებლობა უპირობოდ რუსეთს ეკისრება.

თუმცა, გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობა მათზეც გადადის, რომლებმაც უკვე 13 დღეა სადღაც დასავლეთში, რომელიღაც კაბინეტებში ვერ მიიღეს აშკარად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. მათზეც, ვინც ჯერ კიდევ ვერ დაიცვა უკრაინის ცა," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები