დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის საუბარი შედგა. როგორც მეტე ფრედერიკსენი აღნიშნავს, დანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა," - წერს მეტე ფრედერიკსენი.