19 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის - რუსეთის ძირითადი ძალები კვლავ მიმართულია კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის და სუმის ასაღებად

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეცამეტე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მზად არის დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მზად არ არის კაპიტულაციისთვის. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ამერიკულ ტელეარხ "ეიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა. მოსკოვი უპირობოდ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს. ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობას, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას და დანარჩენი უკრაინის ნეიტრალიტეტს.

უკრაინის ლიდერმა უმოქმედობის გამო მწვავედ გააკრიტიკა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე ის სახელმწიფოებიც იქნებიან პასუხისმგებელი, რომლებიც უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს ამბობენ.

უკრაინაში შეჭრასა და იქ მიმდინარე ომს კი ისევ სამხედრო ოპერაციას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინმა ოკუპანტი სამხედროების დედებსაც მიმართა, რომ მათ ოჯახის წევრებით, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, უნდა იამაყონ.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 2 დღეში ანტალიაში შეხვდებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჰუმანიტარული პრობლემები და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მარშრუტები იქნება. დღეს წესით რუსულ ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ცეცხლი გახსნეს და ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო.

დღის ამბები