რეგიონში შექმნილი ვითარება და ამ მიმართულებით საქართველოს პოზიცია იყო საქართველოს ვიცე-პრემიერის ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან სატელეფონო საუბრის თემაც. დავით ზალკალიანმა ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს მრავალწლიანი, აქტიური ჩართულობისა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება საქართველოს მიმართ კონგრესის მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა.