16 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს, ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს" - შარლ მიშელი

უკრაინა-რუსეთის ომსა და მისი შედეგებზე სასაუბროდ ხვალ ევროპელი ლიდერები პარიზში, ვერსალის სასახლეში შეიკრიბებიან. ევროკავშირის არაფორმალური სამიტი შარლ მიშელმა მოიწვია.ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ ორ დღიანი შეხვედრების დროს ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე ისაუბრებენ. სამიტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარეც დაესწრებიან.

"რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს. ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი ავლენენ მათი ქვეყნის დაცვისას,"-ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში. 




დღის ამბები