16 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის მოსახლეობას მძიმე წუთებში გვერდით დაუდგეს.

როგორც გომელაურმა განაცხადა მსოფლიო ლიდერებმა ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

"ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში და დღითი დღე მძიმდება, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა სარდაფებშია მოსახლეობა, არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს და მსხვერპლი აღარ იყოს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები