28 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
"ჩერნობილი" რადიაციის გაჟონვის საფრთხის წინაშეა - კულება მსოფლიოს 48 საათში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ აფრთხილებს 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რადიაციის გაჟონვის საშიშროების წინაშეა.

დმიტრო კულებას ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებადი ატომური ელექტროსადგური დაზიანებულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სადგურზე ჩართულია ავარიული დიზელ-გენერატორები, რომლებსაც მხოლოდ 48 საათი შეუძლია მუშაობა. 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე წერს, თუ ჩერნობილში გაგრილების სისტემა შეჩერდება, რადიაციის გარდაუვალ გაჟოვნას გამოიწვევს. 

"სარეზერვო დიზელის გენერატორებს აქვთ 48 საათიანი სიმძლავრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის.

ამის შემდეგ, დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემები შეჩერდება, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს გახდის.

პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!," - აცხადებს დმიტრო კულება

 ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე - PL 750 ავარიული გათიშვა უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ 11:22 საათზე დააფიქსირა. 

"უკრენერგოს" ინფორმაციით, რეგიონში მომდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, კომპანიის ენერგომომარაგების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

დღის ამბები