27 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
მშობიარე ქალები ნანგრევებიდან გამოჰყავთ - მარიუპოლის სამშობიაროზე რუსი აგრესორების ავიათავდასხმისას 17 ადამიანი დაშავდა

მარიუპოლის სამშობიაროზე რუსეთის სამხედრო ძალების ავიათავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.

"ამ დროისთვის მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17 ადამიანს შეადგენს, დაშავებულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალი და მშობიარე ქალები. დაღუპულები არ არიან," - განაცხადა მან.

მისი თქმით, ოთხშაბათს, 9 მარტის დილის მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1207 ადამიანს შეადგენს.

მან განმარტა, რომ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა "დუმილის რეჟიმის დროს, რომელიც გამოცხადებული და შეთანხმებული იყო აგრესორ ძალასთან.

 

 

დღის ამბები